უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მისი მოადგილე, გიზო უგულავა თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, სემიონ კრივონოსმა, დისციპლინარული გადაცდომის გამო თანამდებობიდან მისი პირველი მოადგილე, გიზო უგულავა გაათავისუფლა,- ინფორმაცია ბიუროს ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილის მიმართ გათავისუფლების სახით დისციპლინარული სახდელის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უგულავას სახელმწიფო მოხელის ფიცის, ეთიკური მოქცევის წესების, უკრაინის კანონის „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დარღვევა ედება ბრალად.