Reuters : აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შეთანხმებასთან ახლოსაა

აშშ ახლოს არის შეთანხმებასთან, რომ უკრაინას გადასცეს შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტები, რომლებმაც, შესაძლოა, მიაღწიონ რუსეთის სიღრმეში,- ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სამმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ კიევს დასჭირდება რამდენიმე თვე ლოდინი, რადგან აშშ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობს. შეიარაღების პაკეტში ერთობლივი საჰაერო-ზედაპირული რაკეტების (JASSM) ჩართვა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოცხადდება.

როგორც Reuters-ი წერს, უკრაინაში JASSM-ების გაგზავნამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს კონფლიქტის ვითარება. ეს სერიოზულად გაართულებს რუსეთის უნარს, შეაჩეროს შეტევითი ოპერაციები და უკრაინას სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები