ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – “ორბანმა მოწინააღმდეგის გუნდის სასარგებლოდ თამაში დაიწყო”
უნგრეთი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ომში ისე არ მოქმედებს, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები და უმეტეს შემთხვევაში მოწინააღმდეგის მხარესაც კი თამაშობს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
“სამწუხაროდ, სწორედ ამ საკითხში ორბანმა მართლაც დაიწყო მოწინააღმდეგის გუნდის სასარგებლოდ თამაში“,- აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მან ასევე კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ შეუძლია ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება.
“დაწყებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერებას. არ მჯერა, რომ ეს მოხდება, რადგან ამას 26-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მაგრამ მაინც გვინდა, რომ უახლოეს მომავალში შევქმნათ სიტუაცია, სადაც 21 ქვეყანას შეუძლია წინ წავიდეს ამ პროცესში”, – განმარტა მან.