ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავების ორდერი გასცა
ვენესუელაში, მოსამართლემ ქვეყნის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ორდერი მოსამართლემ ედვარდ ბრისენიომ გასცა, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს.
პროკურატურა ედმუნდო გონსალესს რამდენიმე დანაშაულში სდებს ბრალს, მათ შორის სახელმწიფო მოვალეობების უზურპაციაში, დოკუმენტების გაყალბებაში, დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებასა და სისტემის საბოტაჟში.
თავად გონსალესი, რომლის ადგილსამყოფელი არჩევნების შემდეგ უცნობია, დანაშაულს უარყოფს.