რომის პაპი ინდონეზიაში ჩავიდა

რომის პაპი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ინდონეზიაში ჩავიდა,- ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

ჯაკარტის აეროპორტში მას ინდონეზიის რელიგიურ საკითხთა მინისტრი, ვატიკანის ელჩი და რამდენიმე ეპისკოპოსი დახვდა. ვატიკანის საელჩოში მისვლის შემდეგ ფრანცისკე ინდოეთში მცხოვრებ ლტოლვილთა ჯგუფს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ სომალელი და შრილანკელი პირები.

ხვალ ფრანცისკე ინდონეზიის პოლიტიკურ ლიდერებს მიმართავს, შემდეგ დღეს კი სამხრეთ აზიის უდიდეს მეჩეთში, რელიგიათაშორის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მომავალი 10 დღის განმავლობაში, რომის პაპი ფრანცისკე ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ტიმორს, სინგაპურს და პაპუა-ახალ გვინეას. როგორც სააგენტო „როიტერი’“ წერს, მოსალოდნელია, რომ ტურნეს ფარგლებში რომის პაპი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ქმედებების მოწოდებით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები