კონგოში, ციხიდან გაქცევის მცდელობისას, 129 ადამიანი დაიღუპა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ დედაქალაქ კინშასას ცენტრალური მაკალას ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა, სულ მცირე,129 ადამიანი,- ინფორმაციას Reauters-ი ავრცელებს.
“მაკალას ცენტრალური ციხიდან მასობრივი გაქცევის მცდელობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ხანძარი გაჩნდა ციხის ადმინისტრაციულ შენობაში, სურსათის საცავებში და საავადმყოფოში. დაშავებულია 59 ადამიანი”,- წერს შინაგან საქმეთა მინისტრი, შაბანი ლუკუ სოციალურ ქსელში.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვერც ერთმა პატიმარმა გაქცევა ვერ შეძლო, ხოლო ვინც გაქცევა სცადა, მოკლულია.