დიდმა ბრიტანეთმა ისრაელში ზოგიერთი იარაღის ექსპორტი შეაჩერა
დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს,- ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გააკეთა.
მინისტრის თქმით, ლონდონმა გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოყენების საფრთხე გამოავლინა.
ლემიმ ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი კვლავ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი.