რაფაელ გროსი – “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მივემართები”
მე უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მივემართები, რათა ბირთვული ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, დახმარება გავაგრძელო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ დაწერა.
“ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მხარდაჭერისა და დახმარების მისია გამოვაცხადეთ იმისათვის, რათა ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვული უსაფრთხოების განმტკიცებაში დავეხმაროთ”,- წერს X-ში გროსი.
ცნობისთვის, გროსი გასულ კვირას რუსეთის კურსკის ატომურ ელექტროსადგურს ეწვია. როგორც მან განაცხადა, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე რუსებსა და უკრაინელებს შორის საბრძოლო შეტაკებების გამო, ბირთვული ინციდენტის რისკი არსებობს.