ჯო ბაიდენი: ისრაელის პრემიერ-მინისტრს საბოლოოდ დაველაპარაკები

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საბოლოოდ დაველაპარაკები, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ამასთან, როგორც მანამდე ის აცხადებდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად საკმარის ძალისხმევას არ დებს.

მოგვიანებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაიდენის აღნიშნულ გამოსვლას უპასუხა და განაცხადა, რომ არ სჯეროდა, თუ ამერიკის პრეზიდენტი მსგავს რამეს იტყოდა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ გასულ კვირას ექვსი მძევალი მოკლა, მათ შორის ამერიკის მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები