ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში მძევლების დაღუპვის გამო პატიება ითხოვა

პატიებას გთხოვთ იმის გამო, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები ცოცხლები ვერ დავაბრუნეთ. ახლოს ვიყავით, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ,- ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას მაინც გააგრძელებს, იმის მიუხედავად, რომ „ჰამასი“ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დარჩენილი მძევლების მკვლელობით იმუქრება.

მძევლების მკვლელობას ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებშიც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გუშინ ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს, საღამოს კი საპროტესტო აქცია ნეთანიაჰუს სახლთან გაიმართა, რა დროსაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები