ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შეხვდებიან,- ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ეს კიევისთვის უკანასკნელი შანსი იქნება, დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მან ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნას.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ აპირებს უკრაინის ჯარისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები