ჩინეთში სკოლის ავტობუსი მოსწავლეებში შევარდა – დაიღუპა, სულ მცირე, 11 ადამიანი
ჩინეთის შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი მოსწავლეებს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
დაღუპულებს შორის 5 მოსწავლე და 6 მშობელია. დაშავდა კიდევ 12 ადამიანი.
მედიის ცნობით, მძღოლმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა. იგი დაკავებულია და პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.