აშშ-მ ვენესუელას პრეზიდენტს თვითმფრინავი ჩამოართვა

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს თვითმფრინავი ჩამოართვა, – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ვაშინგტონის მტკიცებით, თვითმფრინავი, რომლითაც ვენესუელას პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტებისას სარგებლობდა, შეერთებული შტატების სანქციების დარღვევით იყო შეძენილი.

13 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების თვითმფრინავს ყადაღა დომინიკის რესპუბლიკაში დაადეს.

ვენესუელამ თვითმფრინავის დაყადაღება დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები