უკრაინის საგარეო უწყება: მონღოლეთის მიერ პუტინის დაკავების ორდერის შეუსრულებლობა სერიოზული დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ მონღოლეთის მთავრობის მიერ პუტინის დაკავების ორდერის შეუსრულებლობა სერიოზული დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის.
„მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამას ამას ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვეს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ჰააგის სასამართლომ, რომლის იურისდიქციას რუსეთი არ ცნობს, 2023 წელს პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას მონღოლეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს დაკავების სავალდებულო საერთაშორისო ორდერი და პუტინი გადაიყვანოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.