Reuters: თურქეთში ნაციონალისტური ჯგუფის წევრები ორ ამერიკელ ჯარისკაცს თავს დაესხნენ

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ქალაქ იზმირში ორ ამერიკელ სამხედროს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულია 15-ვე თავდამსხმელი. მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება დაიწყო.

„თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს „თავს ფიზიკურად დაესხნენ . კონფლიქტს კიდევ ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ“, – აღნიშნა იზმირის გუბერნატორმა.

ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრების თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც ხელებზე ათასობით პალესტინელის სისხლი აქვთ, თურქეთს ვერ დააბინძურებენ.

მოგვიანებით თურქეთში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ახლა უსაფრთხოდ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები