იერუსალიმში, პოლიციამ ნეთანიაჰუს სახლის წინ გამართულ აქციაზე, სულ მცირე, 10 პირი დააკავა
პოლიციამ იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, 10 მომიტინგე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
ისრაელის მთავრობის მეთაურის სახლთან ასობით დემონსტრანტი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით გამოვიდა.