პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთს ეწვია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
როგორც რუსული მედია იუწყება, მას ულან-ბატორის აეროპორტში საპატიო დაცვა დახვდა.
პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აღნიშნული ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული.
ჰააგის სასამართლომ, რომლის იურისდიქციას რუსეთი არ ცნობს, 2023 წელს პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას მონღოლეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს დაკავების სავალდებულო საერთაშორისო ორდერი და პუტინი გადაიყვანოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.