პუტინი: რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში
რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია – ხალხი გადის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. მეტიც, დონბასში შეტევის ასეთი ტემპი დიდი ხანია არ გვქონია“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე და საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავუმკლავდეთ ამ ბანდიტებს, რომლებიც შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში, სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით“, – დასძინა პუტინმა.