ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის სასამართლომ ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გაფიცვის შეჩერების განკარგულება გასცა

ისრაელში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმდინარე გაფიცვა, დღეს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც გამოცემა Ynet-ი წერს, სასამართლომ დაადგინა რომ საყოველთაო გაფიცვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

2 სექტემბერს დილიდან ისრაელში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლების მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს.

ამ დროისთვის, საპროტესტო აქციები თელ ავივში და ისრაელის კიდევ რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები