3 მიზეზი, თუ რატომ გჭირდება თიბისი ფეი
გქონია მომენტი, როცა გადახდის პროცესში შეფერხებულხარ? საბედნიეროდ, დღეს არსებობს პლატფორმები, სადაც უკვე შეგიძლია ნებისმიერი ტიპის გადახდა გაიმარტივო და ისინი ერთ სივრცეში გააერთიანო.
ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყო https://tbcpay.ge/-ის გამოყენება დღესვე:
1. ყველაფერს ერთი სივრციდან გადაიხდი
ყველაზე ხშირად რა მომსახურებებს იყენებ? ალბათ თანხის გადარიცხვას, ან კომუნალურების გადახდას. თიბისი ფეიში ყველა გადასახადის გაერთიანება შეგიძლია. გარდა ამისა, თუკი საერთო ხარჯის გაყოფა დაგჭირდა სხვა ადამიანებთან, თიბისი ფეი ამ შემთხვევაშიც გამოგადგება.
2. შეძლებ სწრაფად გადახდას
ნებისმიერი ციფრული აქტივობისას, მნიშვნელოვანია სიმარტივე და სისწრაფე. თიბისი ფეი გთავაზობს მოსახერხებელ, მარტივ ფუნქციონალებს, რომელთა დახმარებითაც დროსაც დაზოგავ და ყოველდღიურობასაც გაიმარტივებ. უბრალოდ დაამატე გადახდის შაბლონები და მართე პროცესი შენზე მორგებულად.
3. მარტივად მართავ გადახდებს
ალბათ თვის ბოლოს შენც ინტერესდები ხოლმე ფინანსური დანახარჯებით – არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვადასხვა შენაძენს ეხება თუ გადასახადებს. თიბისი ფეის აპლიკაციაში მარტივად შეგიძლია შეამოწმო მოახლოებული გადახდის თარიღები და ნახო უკვე გადახდილი ტრანზაქციების ისტორიაც.
გადმოწერე თიბისი ფეის აპლიკაცია ნებისმიერი ადგილიდან ან გაიარე რეგისტრაცია საიტზე.