სერგეი ლავროვის განცხადებით, უახლოეს მომავალში მოსკოვსა და თეირანს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმება გაფორმდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვსა და თეირანს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმება გაფორმდება.
მისივე თქმით, შეთანხმება სიმბოლური ნაბიჯი იქნება ირანის ახალ ხელმძღვანელობასთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხში.
„უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა დავასრულოთ მუშაობა ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაზე. ჯერ კიდევ მოსაგვარებელია რამდენიმე ტექნიკური დეტალი“, – აღნიშნა ლავროვმა.