რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 158 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 158 დრონი ჩამოაგდო.

მათგან 2 ჩამოგდებულია მოსკოვის თავზე, ხოლო 7 – მოსკოვის ოლქის თავზე.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები