აშშ-ში ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა
შეერთებულ შტატებში, ორეგონში ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა,
ამის შესახებ ABC News იტყობინება.
„მომხდარის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა “, – აღნიშნავს გამოცემა.
თვითმფრინავის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ასევე დაკარგულად ითვლება სახლის ერთ-ერთი მცხოვრები.