თელ-ავივში მომიტინგეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების მხარდასაჭერად შეკრებილმა ათობით აქტივისტმა, თელ-ავივში მასობრივი პროტესტის შემდეგ, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
მანამდე თელ-ავივის ცენტრში მთავრობის წინააღმდეგ ყოველკვირეული საპროტესტო აქცია გაიმართა.
ღაზაში ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ცეცხლის დაყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდნენ.
აქცია პოლიციასთან კოორდინირებული იყო და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარეშე ჩაიარა.
აქციის დასრულების შემდეგ ათობით მომიტინგემ მიმდებარე ქუჩების გადაკეტვა, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა და ნაგვის გზებზე გადაყრა დაიწყო. აქტივისტების მცირე ჯგუფმა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის, აიალონის გზატკეცილის გადაკეტვა მოახერხა.
ამ დროისთვის პოლიციას სამართალდარღვევისთვის არავინ დაუკავებია.
ისრაელის მონაცემებით, პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ტყვეობაში 107 მძევალი რჩება, რომელთაგან დაახლოებით 40 გარდაცვლილად ითვლება. სხვადასხვა ოპერაციებისა და ჰუმანიტარული ძალისხმევის შედეგად „ჰამასის“ ტყვეობიდან 148 ადამიანი გათავისუფლდა, თუმცა მათ შორის არის ის დაღუპული მძევლებიც, რომელთა ცხედრები ანკლავიდან ამოიყვანეს.