ალექსანდრ ვუჩიჩი: არ მჯერა, რომ სერბეთი 2028 წელს ევროკავშირის წევრი გახდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის არ არის ოპტიმისტურად განწყობილი მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ეს არა უადრეს 2030 წელს მოხდება.

ამის შესახებ მან პრაღაში Globsec-ის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვუჩიჩმა კომენტარი გააკეთა მონტენეგროს პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მონტენეგრო, შესაძლოა, 2028 წელს ევროკავშირის წევრი გახდეს.

„მონტენეგროს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი 2028 წელს ევროკავშირის წევრები გახდებიან. არ მჯერა, რომ ჩვენ, სერბეთი 2028 წელს ევროკავშირის წევრები გავხდებით, რადგან ბევრი პრობლემა არსებობს. პირველ რიგში, არსებობს ევროკავშირის ინტერესები, რომლებიც დროდადრო განსხვავდება ჩვენი ინტერესებისგან“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირის ინტერესები დროდადრო განსხვავდება სერბეთის ინტერესებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები