უკრაინამ აშშ-ს იმ რუსული სამიზნეების სია გადასცა, რომლებზე დარტყმაც ATACMS-ის რაკეტებით სურს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას მათ იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც კიევს ATACMS-ის ტიპის ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით იერიშის მიტანა სურს.

როგორც European Pravda იუწყება, ამის შესახებ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, იგი ესაუბრა ამერიკელ ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე მოქმედი დისტანციური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რათა კიევმა რუსეთის ტერიტორიას კიდევ უფრო ღრმად დაარტყან.

„ჩვენ ავუხსენით, რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დასაცავად რუსული ტერორისგან. რუსები კლავენ ჩვენს მოქალაქეებს. აი, რატომ გვინდა მათი შეკავება, გვინდა მათი შეჩერება, არ გვსურს, მათ ავიაციას ჩვენს საზღვრებთან მოახლოების საშუალება ჰქონდეს ქალაქების დაბომბვის მიზნით. იმედი გვაქვს, მოგვისმენენ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები