ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუბენ ბრეკელმანსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინას ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდები მას ახლა 28 ჯავშანმანქანას აწვდის. ამისთვის უკრაინელი სამხედროები საზღვაო ქვეითებმა გადაამზადეს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავაც გრძელდება“, – წერს მინისტრი X-ზე.