ხარკოვში რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა

ხარკოვში რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა Telegram-ზე იუწყება.

„19:30 საათისთვის დაშავებულთა რიცხვი 99 ადამიანამდე გაიზარდა. 30 აგვისტოს კიევის რაიონში, ხარკოვში მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულმა 48 წლის ქალმა სამედიცინო დახმარებას მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, რუსებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე FAB-500-ის ტიპის საჰაერო ბომბები გამოიყენეს. აღნიშნულის შედეგად დაზიანდა 82 საცხოვრებელი კორპუსი და 11 კერძო სახლი, სამი ადმინისტრაციული შენობა, ორი სასწავლო დაწესებულება, 47 სავაჭრო ობიექტი, 57 მანქანა, ორი საწყობი, 10 ავტოფარეხი და კომპანიის შენობა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა, ხოლო დაშავებულებს შორის 22 არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები