რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, ოკუპანტების იერიშის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
„რუსი დამპყრობლები ხარკოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებენ. დამპყრობლებმა კუპიანსკი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები და დაიღუპა კიდევ ერთი 36 წლის მამაკაცი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.