პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს, ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს. ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოთხივე ოპოზიციური ფანჩატური ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაშია.

„ოპოზიციური ფანჩატური არის 4 და ოთხივე არის ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაში. ეს არის მოკლე აღწერა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს. ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები