ლავროვი კურსკის ოლქზე თავდასხმის შესახებ: ჩვენ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს.

„ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი თქვა – მას ხანდახან ფროიდისეული აღიარებები წამოსცდება ხოლმე – რომ ეს მათ შემდგომი გაცვლებისთვის დასჭირდებათ. ამიტომ თურმე ტყვეები აჰყავთ და კვადრატული კილომეტრების დაკავებაც სურთ. ეს ძალიან გულუბრყვილოდ და მიამიტურად ჟღერს. ჩვენი ტერიტორიის საკითხს არავისთან არ განვიხილავთ, ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები