ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

BBC-ის ცნობით, შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფების მეომრების, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის – შედეგისთვის. ეს საჭიროა ასევე სამეთაურო დონეზეც. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა. დავიცვათ ჩვენი ყველა მეომარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები