“წვრთნები მაქსიმალურად ახლოს იყოს უკრაინასთან, მაგრამ არა – უკრაინის ტერიტორიაზე” – ბორელი
ევროკავშირმა უარი თქვა უკრაინის თხოვნაზე, გაეწვრთნა უკრაინელი სამხედროები უკრაინაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
“ზოგიერთი წევრი ქვეყანა მზად იყო, ზოგმა უარყო ეს წინადადება. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ წვრთნები მაქსიმალურად ახლოს იყოს უკრაინასთან, მაგრამ არა – უკრაინის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ბორელმა.