სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის დებულებას ხელი მოაწერეს.
“ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტებმა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უნდა გაიარონ. როგორც სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ერევანმა და ბაქომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობა 2024 წლის 19 აპრილს დაიწყეს”,- წერია ინფორმაციაში.