პაკისტანში მეწყერს 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ჩამოწოლილ მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, სტიქია ზემო დირის რაიონში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულები არიან – სამი ქალი, ექვსი ბავშვი და სამი მამაკაცი. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ეძინათ, როცა მეწყერი მათ სახლზე ჩამოწვა.

ყველა ცხედარი ნაპოვნი და ნანგრევებიდან ამოყვანილია. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პაკისტანის ზოგ რაიონში კვლავ გადაუღებლად წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები