იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო, შეჩერებულია ფრენები – არის მსხვერპლი

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო, შეჩერებულია ფრენები. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, 78 კი დაშავებულია.

ავიაკომპანიებმა, მათ შორის ANA Holdings-მა და Japan Airlines-მა განაცხადეს, რომ ფრენები გაუქმებულია.

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუში შეჩერებულია სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა.

“ტაიფუნის გამო მატარებლები არ არის, ამიტომ ჩემი მშობლები მოდიან ჩემს წასაყვანად”,- ამბობს 21 წლის სტუდენტი.

დაახლოებით 125 000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დახურულია საწარმოები და მაღაზიები.

ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, ეს ერთ-ერთი უძლიერესი სტიქია იყოს, რომელიც რეგიონში ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები