ემანუელ მაკრონი სერბეთს ეწვევა

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სერბეთს ეწვევა.

მაკრონი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს ჩავა და სერბ კოლეგასთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მოლაპარაკებებისას ფრანგი და სერბი პრეზიდენტები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიც ფრანგული Rafale-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა, ენერგეტიკა და ხელოვნური ინტელექტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები