ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროს მეჩეთში 5 პალესტინელი მებრძოლი მოკლეს

ისრაელის სამხედროებმა  ხუთი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს, რომლებიც  მეჩეთში, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარმში იმალებოდნენ – თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმის დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

როგორც Reuters-ის წყარო იტყობინება, ოპერაცია, რომელიც  ოთხშაბათს დილით დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა.

პალესტინის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ, სულ მცირე, 12 პალესტინელი დაიღუპა ოთხშაბათს ჩატარებულ ოპერაციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები