CNN: პეკინი  ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის მომავალ არჩევნებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ამთავრებს სამდღიან მოლაპარაკებებს კოლეგებთან პეკინში, სადაც შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს – ვანგ იისა და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის ვიცე-თავმჯდომარეს, გენერალ ჟანგ იუქსიას.

ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრები მოჰყვა გასული წლის განმავლობაში ორივე მხარის მცდელობებს კომუნიკაციის დარღვეული ხაზების გამოსწორების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები სავსეა უამრავი უთანხმოებით.

პეკინი ასევე ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის მომავალ არჩევნებს, სადაც იანვარში ადმინისტრაციის ცვლილებამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობის ტრაექტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები