უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 28 აგვისტოს რუსეთში 2 ნავთობბაზასა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 28 აგვისტოს რუსეთში 2 ნავთობბაზასა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 28 აგვისტოს ღამით თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამ სამიზნეზე – ორ ნავთობბაზაზე როსტოვისა და კიროვის ოლქებში, ასევე, ვორონეჟის ოლქში რუსული ჯარების დაჯგუფება “დასავლეთის” საველე საარტილერიო საცავზე.
თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა როსტოვში “როსრეზერვის” ქარხანა “ატლასის” ტერიტორიაზე, დარტყმა იყო კიროვის ოლქში “ზენიტის” ნავთობის საცავზეც. უწყების ინფორმაციით, შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.
ამასთან, უწყება ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კოორდინირებული მუშაობა შედეგს იძლევა.
“თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დასასრულებლად”,- წერია უწყების ინფორმაციაში.