რუსეთმა 20-ზე მეტ ამერიკელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა აშშ-ის 92 მოქალაქის ქვეყანაში შესვლა აკრძალა, მათ შორის არიან ჟურნალისტები, იურისტები და იმ ძირითადი სამხედრო და სამრეწველო ფირმების ხელმძღვანელები, რომლებიც მხარს უჭერენ „ვაშინგტონის რუსოფობიურ პოზიციას“.
როგორც მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებული სიით ირკვევა, აკრძალვა შეეხება Wall Street Journal-ის 14 თანამშრომელს, New York Times-ის ხუთ და „ვაშინგტონ პოსტის“ ოთხ ჟურნალისტს.
უწყების განცხადებით, აღნიშნული რედაქციები და მათი რეპორტიორები „წამყვანი ლიბერალ-გლობალისტური გამოცემებიდან“ მონაწილეობენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ წარმოებასა და გავრცელებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი პატიმრების ფართო გაცვლის შედეგად გაათავისუფლა.