რუსული ტელევიზია ბაიდენზე კომედიურ სერიალს გადაიღებს

რუსული ტელევიზია აშშ-ის პრეზიდენტზე გამოგონილი კომედიური სერიალის გადაღებას გეგმავს, რომელშიც ჯო ბაიდენი ფარულად რუსეთში მიემგზავრება.

როგორც Moscow Times-ი რუსულ სატელევიზიო არხზე, TNT-ზე დაყრდნობით იუწყება, დრამა ეხება აშშ-ს პრეზიდენტის მოგზაურობას ქვეყანაში, რათა გაარკვიოს, თუ რატომ არ მოქმედებს სანქციები რუსების წინააღმდეგ.

სცენარის მიხედვით, ბაიდენი რუსეთში ყოფნისას პასპორტს კარგავს და საბოლოოდ საბჭოთა ეპოქის ბინაში ცხოვრობს. ამასთან, ის ინგლისურის პედაგოგად მუშაობს, რათა ფული გამოიმუშაოს და სახლში დაბრუნდეს.

ბაიდენის როლს რუსი მსახიობი დიმიტრი დიუჟევი შეასრულებს.

კომედიის, სახელწოდებით „Goodbye“, პრემიერა მომავალ წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები