კუპიანსკზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

ხარკოვის ოლქში, კუპიანსკზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„კუპიანსკში დაშავებულთა რიცხვი რვა ადამიანამდე გაიზარდა“, – თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა დღეს კუპიანსკის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მართვადი საჰაერო ბომბით მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები