კრემლის განცხადებით, ამჟამად უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამჟამად უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს.

„ამჟამად აშკარაა, რომ ასეთი მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს“, – აღნიშნა პესკოვმა ბრიფინგზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზელენსკი სექტემბერში უკრაინის გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები