ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო 29 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა.

„ხვალ მივდივართ პსკოვში, შემდეგ ბაშკორტოსტანში, რათა ვიმუშაოთ ჩვენს ამოცანებზე, ჩვენს ექსპორტზე“, – ციტირებს ბელარუსის მთავრობის პრესსამსახური გოლოვჩენკოს განცხადებას.

სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, პსკოვში ბელარუსის მთავრობის მეთაური ოლქის გუბერნატორს, მიხაილ ვედერნიკოვს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები