ანი ნადარეიშვილი: ბაჩო გაციებულია და სიცხიანი მაინც მოვიდა პროცესზე
ყოფილი შსს და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებას მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი აკეთებს. “საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ბაჩო სასამართლო პროცესზე გახდა შეუძლოდ. არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა, უბრალოდ გაციებულია და სიცხიანი მაინც მოვიდა პროცესზე, თუმცა ბოლომდე არ დაესწრო, ვინაიდან მისი ეპიზოდი არ განიხილებოდა დღეს და დაკითხვა მიმდინარეობდა ნავთლუღის სპეცოპერსციის საქმეზე”, – წერს ფეისბუქზე ნადარეიშვილი.