საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი
საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკოლაი დუროვის დასაკავებლად ორდერი მარტში გამოიცა.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს საფრანგეთის აეროპორტში დაკავებული პაველ დუროვისთვის წინასწარი დაკავების 96-საათიანი ვადა დღეს იწურება, რის შემდეგაც ფრანგმა სამართალდამცველებმა ის უნდა გაათავისუფლონ ან სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, სადაც მისი შემდგომი ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.