„სავედრებელი ღვთის მშობლისა“ – მარიამობის დღესასწაული და ნუსხური შრიფტით ნაბეჭდი წიგნი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მარიამობის დღესასწაულზე 1809 წელს გამოცემული, ნუსხური შრიფტით ნაბეჭდი წიგნის ფოტოებს აქვეყნებს.
„სავედრებელი ღვთის მშობლისა“ თანამედროვე სტანდარტებით დაბეჭდილი პირველი ქართული მინიატურული წიგნია, რომელიც რაჭაში, სოფელ წესში დაიბეჭდა.
მინიატურული ბეჭდური წიგნების ისტორია შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. ღვთისმშობლის სავედრებლის ფორმატი კი, ერთ-ერთი ვერსიით, ქაღალდის და მელნის ეკონომიურმა გამოყენებამ განაპირობა.
1809 წელს „სამეუფოსა ქუჱყანასა წესს“ ახალი სტამბა ერეკლე II-ის გამოცდილმა მესტამბემ, მოგვიანებით კი სოლომონ II-ის ქუთაისის სამეფო სტამბის რეფორმატორმა რომანოზ ზუბაშვილმა გამართა.
„სავედრებელი ღვთის მშობლისა“ ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში ინახება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.