მექსიკა აშშ-ის და კანადის საელჩოებთან ურთიერთობებს აჩერებს

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, მთავრობამ აშშ-სა და კანადის ელჩებთან ურთიერთობა შეაჩერა.

მისივე განმარტებით, მიზეზი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ელჩების კრიტიკული განცხადებებია.

„ჩვენ გვაქვს პაუზა. ურთიერთობების შეჩერება ეხება საელჩოებს, საიდანაც კრიტიკა მოდიოდა და არა – ქვეყნებს”,- განმარტა  ობრადორიმ.

სასამართლო რეფორმის გეგმა, რომელიც მექსიკის პრეზიდენტმა წარადგინა, ქვეყანაში პროტესტისა და გაფიცვების მიზეზი გახდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის ელჩმა, კენ სალაზარმა მექსიკის მთავრობის მიერ წარდგენილი სასამართლო რეფორმის გეგმა დემოკრატიისთვის რისკად შეაფასა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მექსიკის კომერციულ ურთიერთობას აშშ-სთან. მექსიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ელჩი და განაცხადა, რომ მან დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი. ლოპეს ობრადორმა ასევე დაადანაშაულა კანადის ელჩი მექსიკის სასამართლო რეფორმის შესახებ შეშფოთების გამოხატვის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები