ფოთში 6 -ბალიანი შტორმია
ფოთის სანაპირო ზოლზე 6–ბალიანი შტორმია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მიუხედავად ძლიერი შტორმისა, ქალაქის დატბორვის, ან მოსახლეობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების ალბათობა მინიმალურია. როგორც ჟურნალისტებს ფოთის მერმა განუცხადა, ქალაქში შექმნილი საგანგებო შტაბი 24- საათიან რეჟიმში მუშაობს და მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. სინოპტიკოსები უამინდობას და უხვ ნალექს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.